მეტოქედ სუარესი სურს- პატრის ევრა MMA-ში დებიუტისთვის მზად არის
ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი პატრის ევრა ახალ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადადის — 23 მაისს ის MMA-ში პირველ პროფესიონალურ...

ევრას დებიუტი პარიზში, ცნობილ „აკორ არენაზე“ (Accor Arena) შედგება, სადაც ის PFL Europe-ის ღონისძიებაზე იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ფეხბურთელი უკვე წლებია საბრძოლო ხელოვნებებში ვარჯიშობს და სხვადასხვა ცნობილი მებრძოლის გვერდით გამოცდილებას იძენს.
„მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე მითამაშია და თითქმის ყველა ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოვიგე, მაგრამ 23 მაისი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული დღე იქნება. წლებია, ვვარჯიშობ მსოფლიოს საუკეთესოებთან და მათაც იციან — მზად ვარ. Accor Arena-ზე ნამდვილი შოუს დადგმას ვაპირებ. აუცილებლად მობრძანდით და თავად იხილეთ,“ — განაცხადა ევრამ.
ინტერვიუსას პატრის ევრამ ხუმრობით დასძინა, რომ ოცნებობდა რინგში ლუის სუარესთან შეხვედრაზე:
„მკითხეს, ვისთან მინდოდა ბრძოლა და უპასუხე — ლუის სუარესი. თანხმობის შემთხვევაში საკუთარი ჯიბიდან გადავიხდიდი, თუმცა ვიცი, შეიძლება ისევ მიკბინოს,“ — განაცხადა სიცილით ვეტერანმა.
What's Your Reaction?






