“მზად ვიყავით, ვემზადებოდით, საკმაოდ მომზადებული ვართ… მზადყოფნას გამოვთქვამთ… მზადა ვართ” – რის თქმას ცდილობდა ყაველაშვილი
ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მილოცვა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს გავლით მიიღო. “საელჩოს გავლით, მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში”. – განაცხადა ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 27 მაისს, ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ადმინისტრაციამ მედიას მხოლოდ თარგმანი გაუგზავნა. ტექსტის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია […] The post “მზად ვიყავით, ვემზადებოდით, საკმაოდ მომზადებული ვართ… მზადყოფნას გამოვთქვამთ… მზადა ვართ” – რის თქმას ცდილობდა ყაველაშვილი appeared first on .

ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მილოცვა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს გავლით მიიღო.
“საელჩოს გავლით, მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში”. – განაცხადა ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
27 მაისს, ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ადმინისტრაციამ მედიას მხოლოდ თარგმანი გაუგზავნა. ტექსტის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ყაველაშვილს ჰკითხა, რომ სახელმწიფო მდივან, რუბიოს განცხადებისგან განსხვავებით აშშ-ს საელჩოს ტრამპის მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში არ გაუსაჯაროებია, მისი აზრით რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
ყაველაშვილმა აღნიშნული “დიფ სთეითსა” და გარკვეული ძალების გავლენებს დაუკავშირა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება საელჩომ აქედან ერთ დღეში, 28 მაისს გაავრცელა, წერილის გადაფარვას ემსახურებოდა. მისივე თქმით, მილოცვა რომ არაავთენტური იყოს “პირველი საელჩო იტყოდა, სიცრუეაო”.
“აქ ალბათ ეს წერილი და არამარტო, საელჩოს მიდგომები, დამოკიდებულება შემდგომ როცა ამ წერილის შემდგომ გამოაქვეყნეს, რომ მათ მცდელობა ჰქონიათ, ივანიშვილს გაუგზავნეს წერილი, რომ ეს წერილი გადაეფარათ და რაღაც სპეკულაციები…
სამწუხაროდ საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია”. – განაცხადა ყაველაშვილმა.
გარდა ამისა, ყაველაშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი მიმდინარეობს.
“ეს წერილიც და დღევანდელი შეხვედრაც სტივ დენსის პრემიერთან ამის გამოძახილია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება კალაპოტს… რა თქმა უნდა, სპეკულაციები ბევრი იქნება, მაგრამ პოლიტიკაში არის ხანდახან გამონათქვამები, მაგრამ რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით განსხვავებული ქმედებები ხორციელდება.
ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით, ვემზადებოდით, საკმაოდ მომზადებულია ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება, იმისთვის, რომ, წარმოგიდგენიათ ახლა, ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ, ნებისმიერი მიმართულებით EU-ს ქვეყნები იქნება თუ აშშ, ჩვენ მზადა ვართ, მზადა ვართ, მზადა ვართ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რა პრობლემებია. ეს ხომ ყველასთვის ნათელია და იქიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდით და ამასაც გაგებით ვეკიდებოდით და დღესაც რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ტრამპმა ამ მილოცვით აღნიშნა პირველი შეხება ჩვენს ქვეყანასთან, ესეც მოლოდინის რეჟიმი იყო” – თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში [სტილი დაცულია].
წყარო – ტაბულა
The post “მზად ვიყავით, ვემზადებოდით, საკმაოდ მომზადებული ვართ… მზადყოფნას გამოვთქვამთ… მზადა ვართ” – რის თქმას ცდილობდა ყაველაშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






