მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის გადადება თავად მოითხოვა, იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოეხერხებინა. იგი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს თითქმის ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები. სასამართლო პროცესის პარალელურად, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები. ამასთან, სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის გადადება თავად მოითხოვა, იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოეხერხებინა. იგი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს თითქმის ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.
სასამართლო პროცესის პარალელურად, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები. ამასთან, სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
What's Your Reaction?






