მთავრობამ “გორგასალი 1888”-ს ჩაის მოსაყვანად სახელმწიფო მიწის ნაკვეთი 25 წლით იჯარით გადასცა
მთავრობამ კომპანია „გორგასალი 1888“-ს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 26 515 კვ.მ. -ის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჩაის მოყვანის ვალდებულებით, 25 წლის ვადით იჯარით გადასცა. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 1336-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანიას სახელმწიფო მიწის ნაკვეთები „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად გადაეცა და 25 წლის განმავლობაში „გორგასალი 1888“-მ ყოველწლიურად […]


მთავრობამ კომპანია „გორგასალი 1888“-ს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 26 515 კვ.მ. -ის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჩაის მოყვანის ვალდებულებით, 25 წლის ვადით იჯარით გადასცა.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 1336-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანიას სახელმწიფო მიწის ნაკვეთები „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად გადაეცა და 25 წლის განმავლობაში „გორგასალი 1888“-მ ყოველწლიურად იჯარის სახით 133 ლარი უნდა იხადოს.
რაც შეეხება სხვა პირობებს, კომპანიამ სოფლის განვითარების სააგენტოსთან დადებული „ბენეფიციარის თანადაფიანნსების პირობითი ხელშეკრულებით“ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ამავე დროს, „გორგასალი 1888“-მ მისთვის 25 წლის ვადით გადაცემულ უძრავ ქონებასა და ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში მდებარე 3 599 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ყოველწლიურად ჩაი უნდა მოიყვანოს. ამ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად კი ყოველი მე-5 წლის ბოლოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით გათვალისწინებული დასკვნა უნდა წარუდგინოს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საიჯარო ქირის ოდენობა იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან მეხუთე წელს გადაიხედება.
კომპანია „გორგასალი 1888“ 2022 წელსაა რეგისტრირებული მისი მფლობელი და ხელმძღვანელი ვეფხია ბელქანიაა.
What's Your Reaction?






