"მისი მენტალიტეტი და სტილი მისაბაძია" - საბა გოგლიჩიძემ თავის კუმირი დაასახელა

"მისი მენტალიტეტი და სტილი მისაბაძია" - საბა გოგლიჩიძემ თავისი კუმირი დაასახელა

აგვ. 22, 2025 - 21:26
 0
"მისი მენტალიტეტი და სტილი მისაბაძია" - საბა გოგლიჩიძემ თავის კუმირი დაასახელა
კოპა იტალიაზე „კარარეზესთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ქართველმა მცველმა ოფიციალური დებიუტი აღნიშნა, „უდინეზემ“ საბა გოგლიჩიძე პრესკონფერენციაზე ახალ ფეხბურთელად წარადგინა.

„„ემპოლისთან“ ერთად სერია ა-ში პირველი სეზონი მქონდა, მაგრამ ახლა დონე სრულიად განსხვავებულია. თავიდანვე ყველამ დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა და მეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ გუნდს ვემსახურო,“ – განაცხადა გოგლიჩიძემ.

ქართველი ფეხბურთელის თქმით, გუნდში სითბო და მეგობრული გარემოა მთავარი ფაქტორი: „აქ ყველა ძალიან მეგობრულია, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა მთავარი მიზანი კარგი სეზონია.“

გოგლიჩიძემ ასევე ისაუბრა საკუთარ სათამაშო პოზიციაზე: „ყველაზე კომფორტულად ცენტრალურ ზონაში ვგრძნობ თავს. სამი მცველით ვითამაშებთ თუ ოთხით – დიდი განსხვავება არ აქვს. მზად ვარ, ყველანაირ სქემას მოვერგო.“

მისი კუმირი სერხიო რამოსია: „მისი მენტალიტეტი და თამაშის სტილი მომწონს. სწორედ მისგან ვიღებ შთაგონებას.“

განსაკუთრებული ემოცია ქართველის სტატუსსაც უკავშირდება: "უდინეზეს“ ისტორიაში პირველი ქართველი მოთამაშე ვარ. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო.“


გოგლიჩიძემ ჟურნალისტების კითხვაზეც გაამხილა, თუ რატომ აირჩია 2 ნომერი: „როდესაც 10 წლის ვიყავი, მარჯვენა მცველად ვთამაშობდი და სწორედ ამ ნომრით გამოვდიოდი.“

„უდინეზე“ სერია ა-ს ახალ სეზონს 25 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ვერონას“ წინააღმდეგ გახსნის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow