“მკვლელო” – ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა სოფიაში, ეროვნული გალერეიდან შეძახილებით გააძევეს
ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა სოფიაში, ეროვნული გალერეიდან შეძახილებით გააძევეს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი ბიურო ავრცელებს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ელჩი ნიუ-იორკელი აქტივისტების გამოფენაზე მივიდა. ადგილზე მას შეძახილებით დახვდნენ: “ეს მოსკოვი არ არის. ეს ევროპაა”, “მკვლელო” და “დიდება უკრაინას, დიდება გმირებს”. ცნობისთვის, ბულგარეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, კირილ პეტკოვმა მიტროფაოვა პირდაპირ დაადანაშაულა ბულგარელი დიპლომატების მოსყიდვაში და ქვეყნის საწინააღმდეგოდ […]


ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა სოფიაში, ეროვნული გალერეიდან შეძახილებით გააძევეს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი ბიურო ავრცელებს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ელჩი ნიუ-იორკელი აქტივისტების გამოფენაზე მივიდა. ადგილზე მას შეძახილებით დახვდნენ: “ეს მოსკოვი არ არის. ეს ევროპაა”, “მკვლელო” და “დიდება უკრაინას, დიდება გმირებს”.
ცნობისთვის, ბულგარეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, კირილ პეტკოვმა მიტროფაოვა პირდაპირ დაადანაშაულა ბულგარელი დიპლომატების მოსყიდვაში და ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებში.
2023 წელს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.
What's Your Reaction?






