,,მოვყვები ნამდვილ ამბავს, რაც გავრცელებული “დევნილმა მიიღო ბინა 2018 წელს და 2024 წელს გაასხვისა” ინფორმაციის მიღმაა”- რა ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს სოფიო ხორგუანი?

გახარიას პარტიის წევრი, სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში ტრაგიკულ ამბავზე წერს: ,,მოვყვები ნამდვილ ამბავს, რაც გავრცელებული “დევნილმა მიიღო ბინა 2018 წელს და 2024 წელს გაასხვისა” ინფორმაციის მიღმაა. 1998 წელს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ოთხმა აფხაზმა მოროდიორმა მეზობლის ქალი გააუპატიურა. იარაღი იშოვა (სად იშოვე? გაეღიმა. თოხი არ იშოვებოდა, თორემ იარაღი?!), ჩაუსაფრდა მოძალადეებს და ოთხივე მანქანაში ჩაცხრილა. (პატარა […] The post ,,მოვყვები ნამდვილ ამბავს, რაც გავრცელებული “დევნილმა მიიღო ბინა 2018 წელს და 2024 წელს გაასხვისა” ინფორმაციის მიღმაა”- რა ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს სოფიო ხორგუანი? appeared first on .

ივლ. 25, 2025 - 03:27
 0
,,მოვყვები ნამდვილ ამბავს, რაც გავრცელებული “დევნილმა მიიღო ბინა 2018 წელს და 2024 წელს გაასხვისა” ინფორმაციის მიღმაა”- რა ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს სოფიო ხორგუანი?

გახარიას პარტიის წევრი, სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში ტრაგიკულ ამბავზე წერს:

,,მოვყვები ნამდვილ ამბავს, რაც გავრცელებული “დევნილმა მიიღო ბინა 2018 წელს და 2024 წელს გაასხვისა” ინფორმაციის მიღმაა.
1998 წელს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ოთხმა აფხაზმა მოროდიორმა მეზობლის ქალი გააუპატიურა. იარაღი იშოვა (სად იშოვე? გაეღიმა. თოხი არ იშოვებოდა, თორემ იარაღი?!), ჩაუსაფრდა მოძალადეებს და ოთხივე მანქანაში ჩაცხრილა. (პატარა ვიყავი, სისხლი მიდუღდაო). 2006 წელს დაასმინა მეზობელმა. დააპატიმრეს და 13 წელი მიუსაჯეს. ცოლი ერთი წლის გარდაცვლილი და ორი პატარა შვილი დარჩა. ათი წელი და სამი თვე დრანდის ციხეში მოიხადა. შვილები ძმამ გაუზარდა. დევნილის დახმარების თანხა ბანკში გაუყინეს, დაამტკიცე ციხეში რომ იჯექიო. დრანდის ციხეში გაცემული ცნობა არ ითვლება. ზუგდიდში ბინა მიიღეს. შვილების გამზრდელი ძმა ავად გახდა, ვალები დაუგროვდა. გაყიდა ბინა და დედაქალაქში წამოვიდნენ, სამუშაოს ვიშოვნიო. მიტოვებულ შენობაში შესახლდნენ. ახლაც ძმას უვლის და მხოლოდ მშვიდობას ნატრობს.
– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
– ტვინის ის ნაწილი, სადაც შიშია, გადამწვარი მაქვს. იღიმის და მიწაზე დაყრილ ნივთებს დაჰყურებს.
თბილისის მერია  თქვენ ვინ უნდა გააშავოთ?! საკუთარ შავ გულებს უშველეთ!”

The post ,,მოვყვები ნამდვილ ამბავს, რაც გავრცელებული “დევნილმა მიიღო ბინა 2018 წელს და 2024 წელს გაასხვისა” ინფორმაციის მიღმაა”- რა ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს სოფიო ხორგუანი? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow