მოლაპარაკებები დაწყებულია - კოლო მუანი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს
ტურინის „იუვენტუსი“ რანდალ კოლო მუანის დაბრუნებაზე მუშაობს. როგორც კლუბის გენერალურმა მენეჯერმა დამიენ კომოლიმ განაცხადა...

„არ ვჩქარობთ. რანდალს ჩვენი პროექტი მოსწონს და მზად არის დაბრუნებისთვის,“ – აღნიშნა კომოლიმ. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, დიდი ალბათობით, დუშან ვლაჰოვიჩი გუნდს დატოვებს. კლუბის წარმომადგენლების თქმით, სერბ თავდამსხმელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა შეთავაზება ჯერჯერობით არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ კოლო მუანიმ გასულ სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, რითიც შთაბეჭდილება დატოვა როგორც კლუბზე, ასევე გულშემატკივრებზე.
What's Your Reaction?






