"პსჟ-ში უამრავი მაღალი კლასის მოთამაშეა, ვარსკვლავები ჰყავთ" - ვერატი ყოფილ კლუბზე
"პსჟ-ში უამრავი მაღალი კლასის მოთამაშეა, ვარსკვლავები ჰყავთ" - ვერატი ყოფილ კლუბზე

"პსჟ-მ წარმატებას ვარსკვლავების გარეშე მიაღწია? ვერ დაგეთანხმებით. უბრალოდ გადახედეთ ამ გუნდს — იქ ჯერ კიდევ უამრავი მაღალი კლასის მოთამაშეა. ვარსკვლავები ჰყავთ, მაგრამ მთავარი მათი ერთიანი სული და მოტივაციაა" – აცხადებს ვერატი.
იტალიელი მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკეს პროექტი სწორი გზით ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ვეღარ ვხედავთ მბაპეს, მესის, ნეიმარისა და დი მარიას, მას მაინც აქვს „ახალი ხიბლი“, რომელმაც შედეგი უკვე მოიტანა:
"ენრიკეს გუნდმა აჩვენა, რომ ტალანტი შეიძლება ახალ საფეხურზე გადაიყვანო, როცა ის გუნდურ თამაშში ჩაებმება. ვფიქრობ, პსჟ მომავალშიც არაერთ ტიტულს მოიგებს. მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ წლებისთვის, რაც პარიზში გავატარე."
ვერატი "პსჟ-ის" მაისურით 11 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში გუნდთან ერთად 9-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 2023 წლის ზაფხულში მან კარიერა კატარში, "ალ-დუჰაილში" გააგრძელა.
What's Your Reaction?






