მოლოდინი გამართლდა - ლევან კორღალიძემ "იბერიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

მოლოდინი გამართლდა - ლევან კორღალიძემ "იბერიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ივლ. 31, 2025 - 20:27
 0
მოლოდინი გამართლდა - ლევან კორღალიძემ "იბერიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ქართული საფეხბურთო პლატფორმა Geo Team-ის ცნობით, "ლევადიასთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი კრახის შემდეგ, "იბერიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პოსტი დატოვა.

ეს მხარეებს შორის "განშორების" უკვე მესამე შემთხვევაა. (2020 სექ. - 2021 აპრ; 2021 ნოემ. - 2022 ივნ და 2024 ივლ. - 2025 ივლ.)

კორღალიძის თავკაცობით "იბერიამ" 47 თამაშში 27 გამარჯვება, 11 ფრე და 9 მარცხი ჩაიწერა და დააგროვა 92 ქულა. რაც შეეხება გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებას, ეს 80 47-ზეა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება "არწივების" მომდევნო მთავარი მწვრთნელი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow