"ეს აუცილებლად უნდა ვაღიარო" - "ომონიას" მთავარი მწვრთნელი "ტორპედოსთან" მატჩამდე
"ომონიის" მთავარი მწვრთნელი, ჰენინგ ბერგი, ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე ქუთაისის "ტორპედოსთან" კონფერენს ლიგის განმეორებით მატჩზე ისაუბრა

"ტორპედო კარგი გუნდია. ჰყავს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე და ზუსტად იციან, მოედანზე რა უნდა გააკეთონ. უნდა ვაღიარო, რომ ისინი ამ ეტაპზე ჩვენზე უკეთეს ფორმაში იმყოფებიან" – განაცხადა ბერგმა.
მიუხედავად ამისა, ბერგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ომონია ორი მატჩის ჯამში შეძლებს შემდეგ ეტაპზე გასვლას:
"პირველ შეხვედრაში გვქონდა კარგი მომენტები და მეტის გატანაც შეგვეძლო. ახლა კი გვჭირდება სრული კონცენტრაცია, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ."
ბერგმა ტრიბუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
"ვიცით, რომ ქუთაისში გულშემატკივრები ტორპედოს მხარს უჭერენ, რაც მათთვის დიდი პლუსია. მაგრამ სავსე სტადიონზე თამაში ყველა ფეხბურთელს უხარია — არც ჩვენი გუნდის ფეხბურთელები არიან გამონაკლისი.“
ბოლოს, ბერგმა გუნდში მიმდინარე პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება:
"ჩვენ მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ პროგრესი აშკარაა. ამით კმაყოფილი ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს საკმარისი იქნება მესამე ეტაპზე გასასვლელად.“
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ნიქოზიაში "ომონიამ“ 1:0 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება.
What's Your Reaction?






