ახალი თავკაცი უკვე მოძებნეს - იბერიას ცნობილი სპეციალისტი გაწვრთნის

ახალი თავკაცი უკვე მოძებნეს - იბერიას ტიტულოვანი ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის

ივლ. 31, 2025 - 20:27
 0
ახალი თავკაცი უკვე მოძებნეს - იბერიას ცნობილი სპეციალისტი გაწვრთნის

ქართული საფეხბურთო პლატფორმა Geo Team-ის ინფორმაციით, ცნობილი ხდება თუ ვინ ჩაუდგება სათავეში "იბერიას", მას შემდეგ რაც ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ცნობის თანახმად, ქართული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი, გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი გია გეგუჩაძე იქნება.

ასევე დავამატებთ იმასაც, რომ გეგუჩაძემ კლუბთან პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.

გეგუჩაძე ბოლოს "დინამო ბათუმს" თავკაცობდა, რომელშიც 5 წლამდე დაჰყო, 2018 წლის იანვრიდან, 2023 წლის აგვისტომდე.

სხვადასხვა დროს კი გაუწვრთნია რუსთავის "მეტალურგი", "დინამო თბილისი", რომელთან ერთადაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპსაც მიაღწია, "ზესტაფონი", "ტორპედო ქუთაისი" და საქართველოს ახალგაზრდული 21-წლამდე ნაკრები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow