,,მომესმა თუ…” – ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს

ნინო წილოსანმა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიმართა: ,,მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? იმიტომ, რომ მეუცნაურა ნამდვილად. კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, მშვიდობიან ცხოვრებას, იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო, გადატრიალება […] The post ,,მომესმა თუ…” – ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს appeared first on .

ივნ. 10, 2025 - 20:57
 0
,,მომესმა თუ…” – ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს

ნინო წილოსანმა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიმართა:

,,მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? იმიტომ, რომ მეუცნაურა ნამდვილად.

კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, მშვიდობიან ცხოვრებას, იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო, გადატრიალება არ მომხდარიყო, უდიდესი ზეწოლის, აღარ ვსაუბრობ იმაზე, პიროტექნიკა, ცეცხლსასროლი სხვადასხვა საშუალებები, ცივი იარაღი თუ სხვა საშუალებები, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა, ეს პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის წინაშე იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც საუბრობთ. თუმცა არცერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან, ყოფილიყო რაიმე არაკორექტული, ან თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ შეიძლება ეს იყოს განზოგადებული” – მიმართა ივანიშვილის დეპუტატმა,

The post ,,მომესმა თუ…” – ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow