“მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე კახა კალაძე” – რომან გოცირიძე

სააგენტო "პარალელი" “მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე კახა კალაძე” – რომან გოცირიძე საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავაც წააგო “ინტერრაოსთან” და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტს. საქართველოს ბიუჯეტიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იქნება გადასახდელი ნამახვანთან დაკავშირებითაც. აღნიშნულ ფაქტებს მწვავე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე: “საქართველომ რუსულ კომპანია “ინტერრაოსთან”, რომელსაც ეკუთვნის “თელასი”, საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავაც […] “მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე კახა კალაძე” – რომან გოცირიძე პარალელი

აგვ. 26, 2025 - 01:27
 0
“მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე კახა კალაძე” – რომან გოცირიძე

სააგენტო "პარალელი"
“მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე კახა კალაძე” – რომან გოცირიძე

საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავაც წააგო “ინტერრაოსთან” და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტს. საქართველოს ბიუჯეტიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იქნება გადასახდელი ნამახვანთან დაკავშირებითაც. აღნიშნულ ფაქტებს მწვავე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

საქართველომ რუსულ კომპანია “ინტერრაოსთან”, რომელსაც ეკუთვნის “თელასი”, საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავაც წააგო და 76 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს ქვეყანას. აპელაცია რომ უშედეგო იქნებოდა, ეს ძალიან კარგად იყო ცნობილი, მაგრამ დროის გაწელვის მიზნით მიმართეს ამ ხერხს. ამან თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ ქვეყანას ჯარიმის სახით დამატებით დაეკისრა 18 მილიონი დოლარის გადახა, რის შემდეგაც დასაფარი თანხის ოდენობამ 94 მილიონ დოლარს მიაღწია.

მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, რომელმაც ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულება გააფორმა “ინტერრაოსთან”, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია.

ანალოგიური, ვიტყოდი კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი ნამახვანთან დაკავშირებით. საქართველომ თურქულ კომპანია “ენკასთან” წააგო პარიზის სასამართლოში დავა და ქვეყანას დაეკისრა 380 მილიონი დოლარის გადახდა. ვინაიდან მთავრობა ვერ იხდის ამ ოდენობის თანხას, თავად თურქულმა კომპანიამ გაასაჩივრა ვაშინგტონის სასამართლოში და მოითხოვა წინა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ჯარიმების გათვალისწინებით, ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოუწევს დაახლოებით 450 მილიონი დოლარის გადახდა.
ამ საქმეში პირდაპირ მიუძღვის ბრალი მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

მხოლოდ ამ ორი საქმიდან ქვეყანა კარგავს დაახლოებით 540 მილიონ დოლარს, რაც დღევანდელი კურსით 1,5 მილიარდი ლარია. ამ ფულით ქვეყანაში მრავალი პრობლემის მოგვარება იყო შესაძლებელი. ეს იმდენი თანხაა, რამდენიც ეყოფოდა ანაკლიის აშენებას.

ამ მასშტაბის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს ხელისუფლება ქვეყნისათვის მიყენებული ზიანის გამოც გასამართლდება“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე კახა კალაძე” – რომან გოცირიძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow