მორიგი აღიარება - კიტეიშვილის ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და სიმბოლური გუნდი
მორიგი აღიარება - კიტეიშვილის ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და სიმბოლური გუნდი

ავსტრიულ მედიაში ქართველზე წერენ:
"მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში 638 ქულით ოთარ კიტეიშვილმა გაიმარჯვა. ქართველმა ნახევარმცველმა "რიდთან“ დუბლი გაიფორმა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.“
კიტეიშვილისთვის ეს სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – "შტურმში“ მისი როლი კიდევ უფრო გაძლიერდა და უკვე მესამე ტურში ორმაგი აღიარება მოპოვა, რაც გუნდსა და გულშემატკივრებს მომავალი შეხვედრებისთვის ოპტიმიზმით ავსებს.
What's Your Reaction?






