მოულოდნელი სიურპრიზი - იქნება თუ არა კვარა არსენალთან ძირითადში
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ენრიკე

ქართველი ფეხბურთელის გუნდს პირველი მატჩი 1:0 აქვს მოგებული და პარიზულ დაპირისპირებაშიც ფინალში გასვლის უფრო დიდი შანსი სწორედ ფრანგებს აქვთ.
რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას, აქ დიდი სიურპრიზი დაგვხვდა. აქამდე აქტიურად წერდნენ, რომ ძირითად თერთმეტეულში უსმან დემბელე ტრავმის გამო ვერ მოხვდებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთმა ფავორიტმა ვარჯიში განაახლა და არსენალს სრული დატვირთვით შეუტევს.
სავარაუდო შემადგენლობა
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
What's Your Reaction?






