“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში” – პაატა მანჯგალაძე ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით და მინიშნება-მიმართვით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე: “გუშინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავევის ფაქტი და დღეს რიჟვაძის მძიმე შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული. მათ შორის ის ადამიანებიც რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში. სწორედ ეს არის რუსული მმართველობის […] “მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში” – პაატა მანჯგალაძე
ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით და მინიშნება-მიმართვით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“გუშინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავევის ფაქტი და დღეს რიჟვაძის მძიმე შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული. მათ შორის ის ადამიანებიც რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში.
სწორედ ეს არის რუსული მმართველობის ფორმა სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავის ინდობენ.
რუსეთშიც იჭერენ და ფანჯრიდან ცვივა ის ადამიანები რომლებიც სისტემას ემსახურებიან, იცით რატომ? – იმიტომ რომ იქ ადამიანს, მის სიცოცხელს, ღირსებას, თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს.
ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის მოქალაქის პირად უსაფრთხოებასა და მშვიდობასთან სასიცოცხლოდ დაკავშირებული საკითხი.
სწორედ ამიტომ პოლიტიკაში არ ვერევი კი არა, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ მოძალადე რეჟიმი საქართველოს“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






