მცირედით იმარჯვეს - ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში დარჩა

მინიმალური სხვაობით იმარჯვეს - ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში დარჩა

მაი. 27, 2025 - 05:27
 0
მცირედით იმარჯვეს - ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში დარჩა
ბუნდესლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ელვერსბერგი" და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა!

პირველი შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმი" შინ 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაშის გადარჩენა მაინც შეძლო და საბოლოოდ ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

ზივზივაძე მატჩს სათადარიგოთა სკამიდან შეხვდა.

მარვინ პირინგერის ტრავმის შემდეგ, მინდორზე 23-ე წუთზე გამოჩნდა. საბოლოო შეტევა კი სწორედ ბუდუს აქტიურობით დაიწყო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა!

90+5-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ შეტევა წამოიწყო, რომლის დასასრულშიც ლეო სკიენზამ გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:2.

"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში რჩება, ხოლო ბუდუ ზივზივაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გადამწყვეტი მომენტებისთვის მზადაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow