"მწვრთნელი შეცდომას უშვებს" - რას წერენ პარიზელი ფანები ხვიჩას და დემბელეს თამაშზე
ლუის ენრიკემ ფანებისგან არაერთი საყვედური მიიღო

ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგისა და არსენალისთვის გენერალურ რეპეტიციას სწორედ ნიცასთან გაივლის და როგორც ფრანგული გამოცემები ვარაუდობენ, ლუჩო სასტარტოში იმ ფეხბურთელებს დააყენებს, რომელთა ხარჯზეც ლონდონში გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
სხვათა შორის, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პარიზელთა გულშემატკივრის აზრები დაანაწევრა. ნაწილს მიაჩნია, რომ ნიცასთან წამყვანმა ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ, რადგან არსენალს მატჩისთვის დასასვენებლად დამატებით 48 საათი აქვს, რასაც დიდი სხვაობის შექმნა შეუძლია.
"არც ხვიჩას თამაშია საჭირო, არც დემბელესი და არც რომელიმე სხვა ლიდერის. ინგლისის მაღალ ტემპს რომ ვერ გავუძლოთ და ფიზიკაში გვაჯობონ, ეს ჩვენი შეცდომის ბრალი იქნება", - წერენ პარიზელები.
შეგახსენებთ, რომ არსენალისა და პსჟ-ის პირველი ნახევარფინალი სამშაბათს, 23:00 საათზე შედგება.
What's Your Reaction?






