ჰანსი ფლიკმა რაფინია მორიგი სკანდალისგან დაიცვა

რა თქვა ფლიკმა თამაშის შემდეგ რაფინიაზე

აპრ. 6, 2025 - 15:57
 0
ჰანსი ფლიკმა რაფინია მორიგი სკანდალისგან დაიცვა
გუშინდელი თამაშის დასრულების შემდეგ რაფინიას გვერდითი ხაზის არბიტრთან დაპირისპირება ჰქონდა, რაზეც კომენტარის გაკეთება ჰანსი ფლიკს სთხოვეს.

გერმანელმა სპეციალისტმა ყოველგვარი ხმები გააქარწყლა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ რაფინიას სწორედ მასთან ჰქონდა პრობლემები და არა არბიტრთან.

ესპანეთში უკვე ძალიან მოხშირდა მსაჯთან დაპირისპირების შემთხვევები, რის გამოც მოთამაშეები სხვადასხვა სახის დისკვალიფიკაციას იღებენ.

მაგალითად, ყველას გემახსოვრებათ ჯუდ ბელინგემის შემთხვევა, რომელსაც მსაჯისადმი მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow