"ემოციებით გადავსება საჭირო არაა" - მატვეი საფონოვი ჩემპიონობის შემდეგ

პსჟ-ის რუსი მეკარე გუნდს დამშვიდებისკენ მოუწოდებს

აპრ. 6, 2025 - 15:57
 0
"ემოციებით გადავსება საჭირო არაა" - მატვეი საფონოვი ჩემპიონობის შემდეგ
გუშინ პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი ნაადრევად გახდა, კლუბის მეკარეს, მატვეი საფონოვს კი მიაჩნია, რომ ახლა ზეიმის დრო არაა.

მნიშვნელოვანი დღეა. ვულოცავ გუნდს და ჩემს თავსაც, თუმცა ახლა საჭირო არ არის, რომ ემოციებით გადავივსოთ.

ნაადრევი ჩემპიონობა ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი კონკურენცია არ იყო. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ უფრო დიდი და შორეული მიზნები გვაქვს და ახლა ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ.

- თქვა საფონოვმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow