როგორ აფასებენ გიორგი კვერნაძის საგოლე პასს იტალიურ მედიაში
გიორგი კვერნაძე ფროზინონეში მშვენივრად გამოიყურება

საგოლე პასით გამოირჩა კვერნაძე სერია B-ს გასულ ტურშიც, სადაც მისი გუნდი კოზენცასთან ქულას დასჯერდა.
აი, როგორ აფასებენ გიორგის თამაშს იტალიურ მედიაში:
20 წლის ქართველის თამაში ადგილობრივმა გამოცემებმაც გამოარჩიეს. მაგალითად, Calciofrosinone-ს ვერსიით, ის საუკეთესო იყო: "თანაგუნდელთა შორის საუკეთესო, კოზენცას დაცვის მარჯვენა ფლანგზე ის ეკალი იყო", - წერს გამოცემა.
"დამანგრეველი შეტევის მარცხენა ფლანგზე, სადაც კოზენცა გასაჭირში ჩააგდო. დარბოს გოლში პასი მისია", - ამას უკვე Tuttofrosinone წერს.
What's Your Reaction?






