"მხოლოდ მაშინ წავალ, როცა გუნდს აღარ დავჭირდები" = ბრუნო ფერნანდეში

ბრუნო ფერნანდეშის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გავრცელებული ცნობებით, პორტუგალიელს ზაფხულში...

მაი. 23, 2025 - 20:27
 0
"მხოლოდ მაშინ წავალ, როცა გუნდს აღარ დავჭირდები" = ბრუნო ფერნანდეში
ბრუნო ფერნანდეშის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გავრცელებული ცნობებით, პორტუგალიელს ზაფხულში შესაძლოა კლუბის დატოვება მოუხდეს.

თუმცა თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ასე თავად „იუნაიტედი“ გადაწყვეტს. მისი თქმით, ფინანსურ სარგებელზე მეტად წარმატება და ტიტულებია მისთვის მთავარი.

თუ ფულზე კონცენტრირებული ვიქნებოდი, ასეთ წინადადებებს ადრეც მივიღებდი. ჩემი მიზანი გამარჯვება და მაღალი დონის ტურნირებში თამაშია. მანჩესტერში მანამდე დავრჩები, სანამ კლუბი არ მეტყვის, რომ დროა წავიდე,“ — განაცხადა ბრუნომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რთული სეზონი ჩაატარა და ევროპულ ტურნირებს მიღმა დარჩა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow