"მჯერა, მისი დამარცხება შემიძლია" - იანი დვალიშვილთან მეორე ჩხუბს ითხოვს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან განმეორებით დაპირისპირებაზე საუბრობს...

ივლ. 22, 2025 - 14:27
 0
"მჯერა, მისი დამარცხება შემიძლია" - იანი დვალიშვილთან მეორე ჩხუბს ითხოვს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან განმეორებით დაპირისპირებაზე საუბრობს. იანის თქმით, მას სრული რწმენა აქვს, რომ რევანშის შემთხვევაში გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებს.

რუს მებრძოლს მიაჩნია, რომ პირველ ბრძოლაში ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის გამოვლენა და სწორედ ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს ის ორთაბრძოლა რეალურ მაჩვენებლად. „თუ მომდევნო ბრძოლაში ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვიქნები, სხვაგვარი შედეგი გექნებათ,“ – აღნიშნა იანმა.

იანმა დვალიშვილიც შეაფასა და დასძინა, რომ მიუხედავად მისი სიძლიერისა, დაუმარცხებელი არავინაა. „მერაბი ძლიერი მოწინააღმდეგეა, მაგრამ მჯერა, რომ შემიძლია მასთან მოგება,“ – განაცხადა მან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow