გაგნიძის სუპერ მატჩი უკრაინაში - გოლი და საგოლე პასი კარპატთან
უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში კოვალიანკის „კოლოსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლვოვის „კარპატი“ ანგარიშით...

პირველი ტაიმის შემდეგ „კოლოსი“ ერთი ბურთით ჩამორჩებოდა, თუმცა 55-ე წუთზე გაგნიძემ ზუსტი პასით ვლადისლავ ველეტენს გაატანინა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე, თავად გაგნიძემაც მოახერხა გატანა — გადაცემით მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა თავი, რომელიც ადრე საქართველოს ეროვნულ ლიგაში ასპარეზობდა.
ამ გამარჯვებით „კოლოსმა“ 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 24 მაისს, გუნდი კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.
What's Your Reaction?






