ნავთლუღში, როდესაც სამი ბიჭი უკვე მოკლული იყო, დათა ახალაია მივიდა, გურამ დონაძე დაიბარა, ჯიპიდან გადმოიტანეს ავტომატები და დაღუპულებს გვერდით დაუწყვეს - მიხეილ ართმელაძე 

ნავთლუღის ე.წ.სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ, დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც მიხეილ ართმელაძე აღნიშნავს, დათა ახალაიას მეთაურობით, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე უმოწყალოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახოცეს, შემდეგ კი გურამ დონაძის მეშვეობით დაიდგა სცენარი, რომ ვითომ მათ ჰქონდათ ავტომატები და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ. დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი. დაურეკეს გურამ დონაძეს, რომელიც ადგილზე მივიდა და დაიწყო კადრების გადაღება, დაავალეს. გურამ დონაძე იღებს, თითქოს დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გარბიან ჰაერში სროლით და ყვირიან „ძირს ავტომატები“, თითქოს ამ დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ. ამაზე განაჩენშიც არის საუბარი. ამ დროს სამივე ბიჭი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია და ყალბი სცენარი დადგეს.   დათა ახალაია იმ დროს იყო უშიშროების ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელი. ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს – გიორგი დგებუაძესთან, მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე, რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება, რომ მოიგონონ ბრალდება. გურამ დონაძემ გადაიღო ჰაერში სროლა და, რომ ყვირიან „ძირს ავტომატები“. ასეთ დროს, როგორც საქმეშიც არის საუბარი „გამოძიებით დაუდგენელმა პირმა“ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც იყო ავტომატები, მიიტანა და ამ დაღუპულებს, თითოეულს გვერდზე დაუწყო. სასამართლო ამბობს, რომ გამოძიებით დაუდგენელმა პირმაო. დადგეს სცენარი, თითქოს დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად იყვნენ დაღუპული. თითქოს, ძალოვნები გახდნენ იძულებული ესროლათ და ეს ბიჭები დაეხოცათ“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების ჯალათურმა წყობამ ოჯახი გაუნადგურა. "გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ე.წ. ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ტკბილი, ლამაზი, გემრიელი ოჯახი. ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული იმათი ვერაგული მოქმედებით", - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ. „ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ. სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“,-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ

მაი. 2, 2025 - 12:57
 0
ნავთლუღში, როდესაც სამი ბიჭი უკვე მოკლული იყო, დათა ახალაია მივიდა, გურამ დონაძე დაიბარა, ჯიპიდან გადმოიტანეს ავტომატები და დაღუპულებს გვერდით დაუწყვეს - მიხეილ ართმელაძე 

ნავთლუღის ე.წ.სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ, დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ართმელაძე აღნიშნავს, დათა ახალაიას მეთაურობით, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე უმოწყალოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახოცეს, შემდეგ კი გურამ დონაძის მეშვეობით დაიდგა სცენარი, რომ ვითომ მათ ჰქონდათ ავტომატები და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა.

„ნავთლუღის სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ. დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი. დაურეკეს გურამ დონაძეს, რომელიც ადგილზე მივიდა და დაიწყო კადრების გადაღება, დაავალეს. გურამ დონაძე იღებს, თითქოს დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გარბიან ჰაერში სროლით და ყვირიან „ძირს ავტომატები“, თითქოს ამ დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ. ამაზე განაჩენშიც არის საუბარი. ამ დროს სამივე ბიჭი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია და ყალბი სცენარი დადგეს.

 

დათა ახალაია იმ დროს იყო უშიშროების ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელი. ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს – გიორგი დგებუაძესთან, მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე, რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება, რომ მოიგონონ ბრალდება. გურამ დონაძემ გადაიღო ჰაერში სროლა და, რომ ყვირიან „ძირს ავტომატები“. ასეთ დროს, როგორც საქმეშიც არის საუბარი „გამოძიებით დაუდგენელმა პირმა“ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც იყო ავტომატები, მიიტანა და ამ დაღუპულებს, თითოეულს გვერდზე დაუწყო. სასამართლო ამბობს, რომ გამოძიებით დაუდგენელმა პირმაო. დადგეს სცენარი, თითქოს დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად იყვნენ დაღუპული. თითქოს, ძალოვნები გახდნენ იძულებული ესროლათ და ეს ბიჭები დაეხოცათ“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების ჯალათურმა წყობამ ოჯახი გაუნადგურა.

"გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ე.წ. ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ტკბილი, ლამაზი, გემრიელი ოჯახი. ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული იმათი ვერაგული მოქმედებით", - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

„ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ.

სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“,-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow