ნაკრებს კვერნაძე ემატება, მაგრამ კიტეიშვილი დააკლდა?

საქართველოს ნაკრები დღეიდან თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა თავდაპირველად 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ Sportall.ge-ს ინფორმაციით, სიას “ფროზინონეს” შემტევი, გიორგი კვერნაძე დაემატება. სამწუხაროდ, დიდია ალბათობა, ტრავმის გამო “ჯვაროსნებს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი დააკლდეს. რაც შეეხება 22 წლის კვერნაძეს, მან იტალიაში ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო, თასზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე 21-წლამდელთა ნაკრებში მშვენიერი იყო […]

სექ. 1, 2025 - 04:57
 0
ნაკრებს კვერნაძე ემატება, მაგრამ კიტეიშვილი დააკლდა?

საქართველოს ნაკრები დღეიდან თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა თავდაპირველად 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ Sportall.ge-ს ინფორმაციით, სიას “ფროზინონეს” შემტევი, გიორგი კვერნაძე დაემატება. სამწუხაროდ, დიდია ალბათობა, ტრავმის გამო “ჯვაროსნებს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი დააკლდეს.
რაც შეეხება 22 წლის კვერნაძეს, მან იტალიაში ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო, თასზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე 21-წლამდელთა ნაკრებში მშვენიერი იყო და გაგვიკვირდა კიდეც, სიაში რომ ვერ აღმოვაჩინეთ. გიორგი, ძირითადად, მარცხნიდან უტევს, მაგრამ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ვნახეთ, მარჯვენა ფლანგიდანაც რა კარგად თამაშობს.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 4 და 7 სექტემბერს, თბილისში ვიწყებთ.
· გოლი დავღუპულვართ და ეს არის! მეორე ნაკრებით ვეთამაშოთ ბარემ თურქებს
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
თურქებს ახალი მხოლოდ მეკარე ჰყავთ – რისი დანახვა მოუწევს სანიოლს ევროს შემდეგ
კიტეიშვილის “შტურმი” ნორვეგიაში განადგურდა
კიტეიშვილის “შტურმმა” მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს – ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
მაღალი შეფასებები – ლომინაძემ პორტუგალიური გუნდის სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი
კვარაცხელიას პირველი და ბოლო – თურქეთამდე ლეგიონერებზე დეტალურად…
კიტეიშვილის “შტურმი” სახლში “რაპიდთან” დამარცხდა
კიტეიშვილის რეაგირება “რაპიდთან” წაგებაზე – დუბლი და გამარჯვება

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow