ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდელის შეძენას შეეცდება
ესპანური გამოცემა Relevo-ს ცნობით, „ნაპოლი“ კვლავ აქტიურად აკვირდება სამხრეთ კორეელ გარემარბს, ლი ინ კანს, რომელიც ამჟამად...

როგორც სატრანსფერო ინსაიდერმა მატეო მორეტომ სოციალურ ქსელებში გაავრცელა, ნეაპოლურმა გუნდმა გასულ ზაფხულშიც სცადა ფეხბურთელის გადმობირება – საუბარი იყო თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ ჩართვაზე გარიგებაში, თუმცა მაშინ ფრანგულმა გრანდმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა. დღეს ვითარება შეცვლილია – ლი ინ კანის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები გაჩერდა და მისი შესაძლო გაყიდვაც განიხილება.
თუმცა „ნაპოლის“ წინ სერიოზული კონკურენცია ელის – 23 წლის შემტევით დაინტერესებულნი არიან როგორც ინგლისის პრემიერლიგის, ისე ლა ლიგისა და საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი.
ლი ინ კანი „პარი სენ ჟერმენმა“ 2023 წელს „მალიორკადან“ 22 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი მიმდინარე საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.
What's Your Reaction?






