ნაპოლიმ ლუკაკუს კონკურენტი 35 მილიონ ევროდ დაიმატა

„ნაპოლიმ“ ოფიციალურად შეიძინა ლორენცო ლუკა, რომელიც გუნდს „უდინეზედან“ შეუერთდა. იტალიელი ფორვარდი კონკურენციას გაუწევს...

ივლ. 18, 2025 - 21:27
 0
ნაპოლიმ ლუკაკუს კონკურენტი 35 მილიონ ევროდ დაიმატა
„ნაპოლიმ“ ოფიციალურად შეიძინა ლორენცო ლუკა, რომელიც გუნდს „უდინეზედან“ შეუერთდა. იტალიელი ფორვარდი კონკურენციას გაუწევს რომელუ ლუკაკუს, რომელიც კლუბის თავდასხმის ხაზის ლიდერია.

ტრანსფერი იჯარით განხორციელდა, გამოსყიდვის სავალდებულო პირობით. კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, ხოლო შეთანხმების საერთო ღირებულება 35 მილიონ ევროს აღწევს.

ლუკამ "უდინეზეს" მაისურით 75 მატჩში 23 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის "ვიჩენცას", "პალერმოს", "პიზას" და "აიაქსის" გუნდებშიც ასპარეზობდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow