ნახევარფინალში! - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშია

ნახევარფინალში! - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშია

მაი. 9, 2025 - 04:27
 0
ნახევარფინალში! - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშია
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს მიერ შერჩეულ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ვარსკვლავს "არსენალთან" განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში გოლი ან საგოლე გადაცემა არ შემოოუთავაზებია, მისი ასპარეზობა მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

კვარაცხელიამ არაერთი სახიფათო შეტევა წამოიწყო, მეტოქის დაცვას პრობლემები შეუქმნა და არაერთ ეპიზოდში აქტიურად ჩაერთო თავდაცვით თამაშშიც.

საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ერთად სიმბოლურში მოხვდნენ მისი თანაგუნდელები — აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი და ფაბიან რუისი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow