ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში მსჯავდებული რუსეთში დააკავეს

ბათუმში, 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯვარდებული ლევან სირაბიძე დაკავებულია. ის ამჟამად მოსკოვში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. თუთაშვილის დედის ინფორმაციით, მოსკოვში ჩასულია სირაბიძის მამა. მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ ექსტრადირებას ითხოვს. ინფორმაციას დაკავების შესახებ ადასტურებს საქმის პროკურორიც. თორნიკე გოგეშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო და მსჯავრდებულის საქართველოსთვის გადმოცემის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს. ლევან სირაბიძე გასულ წლის 26 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე კოტე ჭიალიამ მაშინ განმარტა, რომ ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა და სირაბიძე დარბაზიდან გაათავისუფლა. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ ბათუმის გადაწყვეტილება შეცვალა და მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მანამდე სირაბიძემ ქვეყანა დატოვა და ის ბოლო 8 თვეა ინტერპოლით იძებნებოდა. გამოძიება სირაბიძეს 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობას ედავებოდა, კერძოდ სსკ -17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

აპრ. 23, 2025 - 22:27
 0
ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში მსჯავდებული რუსეთში დააკავეს

ბათუმში, 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯვარდებული ლევან სირაბიძე დაკავებულია. ის ამჟამად მოსკოვში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
თუთაშვილის დედის ინფორმაციით, მოსკოვში ჩასულია სირაბიძის მამა. მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ ექსტრადირებას ითხოვს. ინფორმაციას დაკავების შესახებ ადასტურებს საქმის პროკურორიც.
თორნიკე გოგეშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო და მსჯავრდებულის საქართველოსთვის გადმოცემის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.
ლევან სირაბიძე გასულ წლის 26 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე კოტე ჭიალიამ მაშინ განმარტა, რომ ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა და სირაბიძე დარბაზიდან გაათავისუფლა.
სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ ბათუმის გადაწყვეტილება შეცვალა და მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მანამდე სირაბიძემ ქვეყანა დატოვა და ის ბოლო 8 თვეა ინტერპოლით იძებნებოდა.
გამოძიება სირაბიძეს 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობას ედავებოდა, კერძოდ სსკ -17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow