ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
რვათვიანი პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია "ახლის" თანადამფუძნებელ ნიკა მელიას, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო - კომისია, რომელსაც ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს. მელია 2012 წლამდე პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებდა და არც რომელიმე პარტიის წევრი არ ყოფილა. გადაწყვეტილება მელიას სასჯელის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე...

What's Your Reaction?






