„ნიკა მელიას ორივე ხელზე აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო“ – ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა პოლიტიკოსი დიღმსი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. კონდახაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებისას მას ძალიან უხეშად ექცეოდნენ, რის გამოც დაზიანებული აქვს ორივე ხელი. ადვოკატმა დაკავების დეტალებზეც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ მელიასგან პირადად მოისმინა. ეს იყო კრიმინალური გატაცება, ათეულობით პოლიციელი თავს დაესხა ნიკას, იქცეოდნენ როგორც […] The post „ნიკა მელიას ორივე ხელზე აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო“ – ადვოკატი appeared first on .

მაი. 30, 2025 - 10:57
 0
„ნიკა მელიას ორივე ხელზე აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო“ – ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა პოლიტიკოსი დიღმსი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

კონდახაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებისას მას ძალიან უხეშად ექცეოდნენ, რის გამოც დაზიანებული აქვს ორივე ხელი.

ადვოკატმა დაკავების დეტალებზეც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ მელიასგან პირადად მოისმინა.

ეს იყო კრიმინალური გატაცება, ათეულობით პოლიციელი თავს დაესხა ნიკას, იქცეოდნენ როგორც კრიმინალები, დააგდეს ძირს, შემდგომ შეიყვანეს სამარშრუტო ტაქსში, სადაც 10 პოლიცეილმა ძალადობით და შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი, ცდილობდნენ ტელეფონიდან ინფორმაციის მიღებას, მაგრამ ვინაიდან სახის ამომცნობი უყენია, ვერ გახსნეს. დიდი მედი მაქვს, ხვალ სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებას უზრუნველყოფს.

მას მოექცნენ ისე, როგორც უკანასკნელ კრიმინალს, მიაყენეს შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის იატაკზე, აქვს დაზიანებები ხელის არეში, ამბობს, რომ იქცოდნენ, როგორც ველურებიო. ორივე ხელის არეში აქვს დაზიანება, ამბობს, რომ ვიდრე შენობაში შეიყვანდნენ, მჭიდროდ ჰქონდა ხელებზე მოჭერილი. ღიმილისმომგვრელია მისთვისაც ამგვარი მოპყრობა. წარმოუდგენელია, პოლიტიკურ ლიდერს აკავებდე, უსაფუძვლოდ, პრევენციის მიზნით, არღვევდე კანონს, დავალებას ძლევდე შსს-ს და ელოდე, რომ ამის შემდეგ ადამიანებს არ ექნებათ რეაქცია“,-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.შეგახსნებთ, რომ ნიკა მელია დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები და ნიკა მელიას დაცვის წევრები ჰყვებიან, რომ დაკავების ოპერაციაში ასობით პოლიციელი მონაწილეობდა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები

The post „ნიკა მელიას ორივე ხელზე აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო“ – ადვოკატი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow