ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა მელიას საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის ვადის გასვლის შემდეგ. მელია ამ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე მოულოდნელად პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა – მელიას ვერსიით ეს იყო ასამდე პოლიციელის მონაწილეობით ჩატარებული გატაცების ოპერაცია, რომელშიც სამართალდამცველებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ. მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეზე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის […]

მაი. 30, 2025 - 16:57
 0
ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ს საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის ვადის გასვლის შემდეგ. მელია ამ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე მოულოდნელად პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა – მელიას ვერსიით ეს იყო ასამდე პოლიციელის მონაწილეობით ჩატარებული გატაცების ოპერაცია, რომელშიც სამართალდამცველებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ.
მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეზე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მის გარეშე გამოაცხადა – გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მელიამ, რომელიც მოსამართლეს მისი გატაცების ამბით დაინტერესებას სთხოვდა, წყალი შეასხა, რის გამოც სხდომა დროებით შეჩერდა, მელია კი პროცესიდან გააძევეს.
მელია მესამე პოლიტიკოსია, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურა გირჩი ჯაფარიძის შემდეგ, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც ხელმძღანელობს – ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა – ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლის შემდეგ შეურთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო გადასული; 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow