ნიკა სიმონიშვილი: რაც დღეს “ოცნებამ” გააკეთა, სულში ჩაფურთხებაა
9 აპრილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს ნიკა სიმონიშვილი “სულში ჩაფურთხებად” აფასებს – იურისტი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმმა იმ ადამიანების ხსოვნა შეურაცხყო, რომლებიც საბჭოთა ჯარებმა დახოცეს. ნიკა სიმონიშვილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გაკეთებულ კომენტარებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ “წულუკიანის კომისია ისტორიის რევიზიას ცდილობს”. წულუკიანის კომისია ისტორიის რევიზიას ცდილობს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკვირდებით, […]


9 აპრილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს ნიკა სიმონიშვილი “სულში ჩაფურთხებად” აფასებს – იურისტი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმმა იმ ადამიანების ხსოვნა შეურაცხყო, რომლებიც საბჭოთა ჯარებმა დახოცეს.
ნიკა სიმონიშვილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გაკეთებულ კომენტარებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ “წულუკიანის კომისია ისტორიის რევიზიას ცდილობს”.
წულუკიანის კომისია ისტორიის რევიზიას ცდილობს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკვირდებით, ეს არის ისტორიის გადაწერა, ისტორიის რევიზია, ფაქტების და ცნებების დამახინჯება… რაც დღეს “ოცნებამ” გააკეთა, სულში ჩაფურთხებაა. სირცხვილი. ეს არის თითოეული იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფა, რომლებიც 9 აპრილს რუსებმა დახოცეს რუსთაველის გამზირზე. ისინი კი არ გარდაიცვალნენ, რუსმა ჯარისკაცებმა დახოცეს, მოკლეს. ამას მეტი არაფერი არ ქვია”. – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი არ ახსენა. ივანიშვილის პრემიერი წერდა, რომ 9 აპრილს “ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელეს”.
ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ: “უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე”.
What's Your Reaction?






