ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღაში წარმატებით ასპარეზობს და მერვედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე (€74,825 საპრიზო ფონდი) მერვედფინალში გავიდა....

მაი. 7, 2025 - 16:27
 0
ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღაში წარმატებით ასპარეზობს და მერვედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე (€74,825 საპრიზო ფონდი) მერვედფინალში გავიდა. 33 წლის სპორტსმენმა პირველი ეტაპი დაძაბულ ბრძოლაში გადალახა და მომდევნო ეტაპზე ავსტრიელ ფილიპ მისოლიჩს დაუპირისპირდება.

1/16 ფინალში ბასილაშვილმა ფრანგი ჩოგბურთელი ანტუან კორნუტ-შოვინი (ATP 548) სამ სეტში, ანგარიშით 6:2, 1:6, 6:4 დაამარცხა. თამაშის დინამიკა ცვალებადი იყო, თუმცა გადამწყვეტ სეტში ნიკოლოზმა სიმშვიდე შეინარჩუნა და გამარჯვება მოიპოვა.

ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 157-ე პოზიციაზე იმყოფება, მისი მეტოქე კი, 22 წლის ფილიპ მისოლიჩი, ATP-ის 180-ე ჩოგანია. მათ უკვე ჰქონდათ ერთი შეხვედრა წლეულს — 29 აპრილს მაუტჰაუზენის ჩელენჯერზე, სადაც ორსაათიან ბრძოლაში გამარჯვება ავსტრიელმა სამ სეტში (7:6, 6:7, 6:4) მოიპოვა.

ახალი დაპირისპირება 8 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. ეს მატჩი ბასილაშვილისთვის რევანშის კარგი შესაძლებლობაა, ხოლო გულშემატკივრებისთვის — კიდევ ერთი საინტერესო და ხარისხიანი შეხვედრის მოლოდინი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow