„ნიკორა ჯგუფი“ ახალგაზრდა თაობის განათლებაზე ზრუნვას აგრძელებს: კომპანია კიდევ 4 სკოლას პერსონალურ კომპიუტერებსა და საჭირო ინვენტარს გადასცემს

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ნიკორა ჯგუფი“ განათლების ხელშეწყობასა და მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მაისის თვეში კომპანია საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ოთხ რეგიონულ სკოლას ესტუმრება და საჭირო ნივთებით დაეხმარება. ინიციატივის ფარგლებში, სკოლებს პერსონალური კომპიუტერები და სკოლის ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა გადაეცემათ. ასევე, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით, თითოეულ მოსწავლეს დაურიგდება ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები. მიმდინარე ეტაპზე დახმარება […]

მაი. 14, 2025 - 12:27
 0
„ნიკორა ჯგუფი“ ახალგაზრდა თაობის განათლებაზე ზრუნვას აგრძელებს: კომპანია კიდევ 4 სკოლას პერსონალურ კომპიუტერებსა და საჭირო ინვენტარს გადასცემს

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ნიკორა ჯგუფი“ განათლების ხელშეწყობასა და მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მაისის თვეში კომპანია საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ოთხ რეგიონულ სკოლას ესტუმრება და საჭირო ნივთებით დაეხმარება.
ინიციატივის ფარგლებში, სკოლებს პერსონალური კომპიუტერები და სკოლის ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა გადაეცემათ. ასევე, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით, თითოეულ მოსწავლეს დაურიგდება ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.
მიმდინარე ეტაპზე დახმარება შემდეგი სკოლებისთვის განხორციელდება:
· სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა;
· სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლა;
· სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის N2 საჯარო სკოლა;
· სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა.
როგორც „ნიკორა ჯგუფში“ განმარტავენ, სკოლების შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან იღებენ. ამის შემდეგ „ნიკორა ჯგუფი“ თავად საზღვრავს, რა ტიპის დახმარება გაუწიოს თითოეულ სკოლას. პროექტი უკვე წლებია ხორციელდება და ერთგვარ ტრადიციადაც იქცა.
აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა სრულ თანხვედრაშია „ნიკორა ჯგუფის“ ღირებულებებთან – სოციალური პასუხისმგებლობა, განათლების მხარდაჭერა, მომავალ თაობაზე ზრუნვა, რაც კომპანიის განვითარების განუყოფელი ნაწილია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow