"ნუ გგონიათ, რომ ყოველდღე წვეულებებზე ვარ" - ნეიმარმა კრიტიკოსებს უპასუხა

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა Flow Podcast-ში თავის ცხოვრების სტილზე ისაუბრა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს გამოეხმაურა...

ივნ. 18, 2025 - 14:57
 0
"ნუ გგონიათ, რომ ყოველდღე წვეულებებზე ვარ" - ნეიმარმა კრიტიკოსებს უპასუხა
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა Flow Podcast-ში თავის ცხოვრების სტილზე ისაუბრა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს გამოეხმაურა.

ხალხს ჰგონია, რომ ყოველდღე წვეულებებს ვესწრები, მაგრამ მე ვერთობი მაშინ, როცა ამის დრო და უფლება მაქვს — შვებულებაში ან დასვენების დღეებში. 15 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და ეს დიდი თავშეკავების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა,“ – აღნიშნა ნეიმარმა.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რაც კარიერაში აქვს მიღწეული, და წარსულს გულწრფელად აფასებს.

შეგახსენებთ, ნეიმარი ამჟამად მშობლიური "სანტოსის" რიგებში თამაშობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow