ორი ცვლილებით “ბოტაფოგოსთან” – როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოს“ შეხვდება. „პარიზიენის“ მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე წინა მატჩისგან განსხვავებით ორ ცვლილებას განახორციელებს – ნუნო მენდეშის და ჟუან ნევეშის ნაცვლად სასტარტოდან თამაშს ლიუკა ერნანდესი და უორენ ზაირ-ემერი დაიწყებენ. უსმან დემბელე ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და როგორც ჩანს, ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ბრედლი ბარკოლა კი […]

ივნ. 19, 2025 - 04:57
 0
ორი ცვლილებით “ბოტაფოგოსთან” – როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოს“ შეხვდება. „პარიზიენის“ მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე წინა მატჩისგან განსხვავებით ორ ცვლილებას განახორციელებს – ნუნო მენდეშის და ჟუან ნევეშის ნაცვლად სასტარტოდან თამაშს ლიუკა ერნანდესი და უორენ ზაირ-ემერი დაიწყებენ.
უსმან დემბელე ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და როგორც ჩანს, ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ბრედლი ბარკოლა კი განაცხადში იქნება და შეიძლება შეცვლაზე შევიდეს.
„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, რამუში.
შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე“ 20 ივნისს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, პირველ ტურში პსჟ-მა „ატლეტიკოს“ 4:0, „ბოტაფოგომ“ კი „სიეტლ საუნდერსს“ 2:1 მოუგო.
მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა – ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? – ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
სამაგალითო სპორტსმენი – როგორია საზონოვის მდგომარეობა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow