ორი წელი შოვის ტრაგედიიდან და გეგმები

2 წელი შოვის ტრაგედიიდან მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა. მოულოდნელად წამოსულმა სტიქიამ გაანადგურა ხეობაში მდებარე სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა, სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღე გრძელდებოდა. დღეს, სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრაგედიის ადგილზე უახლოეს დროში დაიდგმება მემორიალი და აშენდება ეკლესია. შოვში მყოფი ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად ჩატარდება კვლევები, გამოიკვლევენ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს, რაც მისი თქმით რისკების პრევენციის საშუალებას მოგვცემს.

აგვ. 3, 2025 - 23:27
 0
ორი წელი შოვის ტრაგედიიდან და გეგმები

2 წელი შოვის ტრაგედიიდან მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა. მოულოდნელად წამოსულმა სტიქიამ გაანადგურა ხეობაში მდებარე სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა, სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

დღეს, სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრაგედიის ადგილზე უახლოეს დროში დაიდგმება მემორიალი და აშენდება ეკლესია.

შოვში მყოფი ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად ჩატარდება კვლევები, გამოიკვლევენ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს, რაც მისი თქმით რისკების პრევენციის საშუალებას მოგვცემს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow