ორმაგი სტანდარტი - რა ჩაიდინა ნაპოლის პრეზიდენტმა, რაც კვარას კიდევ უფრო მართალს აჩენს

კითხვაზე თუ რატომ წავიდა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან და რის მოყოლას დაპირდა ფეხბურთელი წლების შემდეგ ნაპოლის ფანებს, ამ კონკრეტული შემთხვევიდანაც კი კარგად იკითხება

მაი. 25, 2025 - 20:27
 0
ორმაგი სტანდარტი - რა ჩაიდინა ნაპოლის პრეზიდენტმა, რაც კვარას კიდევ უფრო მართალს აჩენს
ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისმა მომავალ სეზონში მისი კიდევ ერთელ მოპოვება განიზრახა.

იტალიურ და ინგლისურ მედიაში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ახალი სეზონიდან კლუბს კევინ დე ბრუინი შეუერთდება, რომელიც მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკშია და კლუბისთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია, დე ლაურენტისი ბელგიელ ფეხბურთელს სამ წელიწადში 20 მილიონ ევრომდე გადაუხდის, მაშინ როცა ხვიჩა კვარაცხელიას ამაზე ლამის 6-ჯერ ცოტას აძლევდა!

ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლის სახელი განადიდა და კლუბს ნანატრი სკუდეტო მოუტანა, დასახელდა სეზონის საუკეთესოდ და მსოფლიო პუბლიკის თვალები ნაპოლიზე მოაპყრო. დე ლაურენტისმა ამის დასაფასებლად არაფერი გააკეთა, ახლა კი ჯერ კიდევ სხვა კლუბის მოთამაშეს ლანგარზე 20 მილიონ ევროს ახვედრებს.

კითხვაზე თუ რატომ წავიდა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან და რის მოყოლას დაპირდა ფეხბურთელი წლების შემდეგ ნაპოლის ფანებს, ამ კონკრეტული შემთხვევიდანაც კი კარგად იკითხება!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow