"ოსიმენმა კვლავ ნაპოლიში თამაში გადაწყვიტა" - იტალიელი ჟურნალისტის მოულოდნელი განცხადება
იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯენარო მონტუორომ თავის ინტერვიუში მოულოდნელი ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, ვიქტორ ოსიმენი მზადაა, რომ კვლავ ნაპოლის მაისური მოირგოს

შესაძლოა, რომ ეს ყველაფერი ანტონიო კონტეს და მის გავლენებს უკავშირდებოდეს. ნაპოლის მწვრთნელმა ახლახანს თქვა ღიად და საჯაროდ, რომ დე ლაურენტისმა ბოლო პერიოდში არაერთი შეცდომა დაუშვა და ისინი აღიარა კიდეც, ეს კი სწორედ ისაა, რისი მოსმენაც ვიქტორ ოსიმენს სურდა.
როგორც გახსოვთ, ნიგერიელ თავდამსხმელს ნაპოლის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო კლუბში დაბრუნება აღარ სურდა, თუმცა კონტე გამოდგა ის შუამავალი, რომელსაც ურთიერთობების მოგვარება შეუძლია.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ალ ჰილალი ოსიმენის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს იხდიდა და ხელფასის სახითაც ვიქტორს ასტრონომიულ თანხებს სთავაზობდნენ, თუმცა ტრანსფერზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.
ამდენად, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ნაპოლის ახალი სეზონიდან გუნდში ერთბაშად ორი ელიტური ცენტრფორვარდი, რომელუ ლუკაკუ და ვიქტორ ოსიმენი ჰყავდეს!
What's Your Reaction?






