ოფიციალურად - გიორგი წიტაიშვილი ფრანგული მეცის ფეხბურთელია

წიტაიშვილმა გრანადა დატოვა და ფრანგულ მეცში გადავიდა

ივლ. 11, 2025 - 22:57
 0
ოფიციალურად - გიორგი წიტაიშვილი ფრანგული მეცის ფეხბურთელია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი გრანადადან წამოვიდა და ფრანგულ მეცში გადავიდა, სადაც უწინ გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა.

მეცმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეორე ახალწვეული წარადგინა. კლუბმა კონტრაქტი გააფორმა გიორგი წიტაიშვილთან, რომელიც მეცში კიევის დინამოდან გადავა.

წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგულ კლლუბში იჯარით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში ითამაშებს.

- წერს მეცი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow