"რასაც მასზე წერენ სრული სიცრუეა" - კვარამ დემბელე დაიცვა

უცხოურ მედიაში ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი, რომელმაც თანაგუნდელი უსმან დემბელე საჯაროდ დაიცვა

ივლ. 11, 2025 - 22:57
 0
"რასაც მასზე წერენ სრული სიცრუეა" - კვარამ დემბელე დაიცვა
უცხოურ მედიაში ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი, რომელმაც თანაგუნდელი უსმან დემბელე საჯაროდ დაიცვა:

სოციალურ ქსელებში ბევრ რამეს წერენ, მაგრამ ხალხი ვერ ხედავს, რა ხდება გუნდში. დემბელე ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი ადამიანია, ვინც კი ფეხბურთში შემხვედრია.

ყოველთვის კარგ ხასიათზეა, ხუმრობს და ცდილობს, ყველას დაეხმაროს – იქნება ეს მოედანზე თუ მის გარეთ. რაც მთავარია, ის თანაგუნდელებს გვერდში უდგას და თავს გამორჩეულად გრძნობინებს.

- თქვა კვარამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow