ოფიციალურად: ჯოვანი სიმეონე ტორინოს ფეხბურთელია

ჯოვანი სიმეონე „ნაპოლიდან“ „ტორინოში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა ორივე კლუბმა...

აგვ. 8, 2025 - 16:27
 0
ოფიციალურად: ჯოვანი სიმეონე ტორინოს ფეხბურთელია
ჯოვანი სიმეონე „ნაპოლიდან“ „ტორინოში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა ორივე კლუბმა.

არგენტინელმა ფორვარდმა სამედიცინო შემოწმების წარმატებით გასვლის შემდეგ ტურინულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სიმეონე „ნაპოლის“ შემადგენლობაში 2022 წლიდან ირიცხებოდა და 103 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. კარიერაში მან ასევე ითამაშა „ვერონაში“, „კალიარიში“, „ფიორენტინაში“, „ჯენოაში“, „ბანფილდსა“ და „რივერ პლეიტში“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow