"ოქროს ბურთი თუ ჩემპიონთა ლიგა?" - როგორია "პსჟ-ის" ვარსკვლავის არჩევანი
"ოქროს ბურთი თუ ჩემპიონთა ლიგა?" - როგორია "პსჟ-ის" ვარსკვლავის არჩევანი

"ყველა ოქროს ბურთზე მელაპარაკება, მაგრამ მე უკვე ვთქვი, რომ მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როცა პსჟ-ში თამაშობ, არის რაღაცები, რაც ინდივიდუალურ ჯილდოებზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტიტულზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. მშივრები ვიქნებით და იმედი მაქვს, ფინალს მოვიგებთ. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება, რადგან "ინტერი" ძლიერი მეტოქეა."
დემბელემ მიმდინარე სეზონში 48 მატჩში 33 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი დაპირისპირება 31 მაისს გაიმართება მიუნხენში, "ალიანც არენაზე". შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
What's Your Reaction?






