რჩება თუ მიდის - კონტემ თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

რჩება თუ მიდის - კონტემ თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

მაი. 31, 2025 - 03:27
 0
რჩება თუ მიდის - კონტემ თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ანტონიო კონტე და "ნაპოლი" შეთანხმდნენ — იტალიელი სპეციალისტი გუნდში რჩება და დიდი ალბათობით, მხარეები ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტსაც გააფორმებენ.

კონტრაქტი ძალაშია 2027 წლამდე, წლიური ანაზღაურება: დაახლოებით €9 მილიონი, დე ლაურენტისის მიერ წარდგენილმა პროექტმა კონტეს ნდობა მოიპოვა

რამდენიმე თვის წინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ კონტე კლუბის დატოვებას განიხილავდა. მიზეზად კონფლიქტი სახელდებოდა კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან, თუმცა მხარეებმა უთანხმოება დაძლიეს.

"ნაპოლიმ" უკვე გააფორმა კონტრაქტები ლუკა მარიანუჩისა და კევინ დე ბრუინთან, ხოლო კლუბი მინიმუმ კიდევ 5 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და კონტეს ხელმძღვანელობით გუნდი დიდ მიზნებს ისახავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow