"ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებს" - ცნობილი აგენტის კომენტარი პსჟ-ის მოთამაშეზე

"ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებს" - ცნობილი აგენტის კომენტარი პსჟ-ის მოთამაშეზე

ივლ. 26, 2025 - 23:27
 0
"ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებს" - ცნობილი აგენტის კომენტარი პსჟ-ის მოთამაშეზე
პარიზული გრანდის, "პსჟ-ის" იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოზე – "ოქროს ბურთზე" პრეტენზიას აცხადებს, სულ ცოტა, საკუთარი აგენტის მტკიცებით.

ენცო რაიოლა, დონარუმას წარმომადგენელი, მტკიცედ დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი 2024 წლის "ოქროს ბურთის" მთავარი კანდიდატია:

"დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ჩემი აზრით, წელს „ოქროს ბურთს“ სწორედ ის იმსახურებს. ამისთვის არსებობს სამი კონკრეტული მიზეზი – ჯანლუიჯიმ სამ საკვანძო მატჩში თავისი კლუბი მარცხისგან იხსნა: ლივერპულთან, ასტონ ვილასთან და არსენალთან. ამ შეხვედრებში პსჟ მის გარეშე აუცილებლად დამარცხდებოდა"

იტალიელი კარის დარაჯი მართლაც არაერთხელ გახდა გადამწყვეტი ფაქტორი „პსჟ“-ს წარმატებაში, რაც მას წლეულს განსაკუთრებულ ყურადღებას აკრეფინებს. აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, დონარუმა უკვე მოხვდა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა საუკეთესო ათეულში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow