"ახლახანს UFC-ს ვესაუბრე და მალე.." - უძლიერესთა რიცხვს მორიგი ქართველი შეემატება?

"ახლახანს UFC-ს ვესაუბრე და მალე.." - უძლიერესთა რიცხვს მორიგი ქართველი შეემატება?

ივლ. 26, 2025 - 23:27
 0
"ახლახანს UFC-ს ვესაუბრე და მალე.." - უძლიერესთა რიცხვს მორიგი ქართველი შეემატება?
ლევან ჩოხელი სულ მალე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს – ინფორმაცია თავად მებრძოლმა სოციალური ქსელით გაავრცელა. ქართველი აცხადებს, რომ აქტიური მოლაპარაკებები უკვე შედგა და შეხვედრა მოკლე ვადაში დაინიშნება:

"მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ჩემი მხარდამჭერებისთვის. ცოტა ხნის წინ UFC-ს ვესაუბრე და ჩემი სადებიუტო შეხვედრა ორგანიზაციაში მალე შედგება. მზად ვარ, აქტიურად ვემზადები და ველოდები მოკლე ვადაში ჩასანიშნ ბრძოლას" – წერს ჩოხელი.

28 წლის სპორტსმენი წარსულში ბელატორში ასპარეზობდა, ბოლოს კი Phoenix FC 4-ზე იბრძოლა, სადაც ალექსანდრე გონსალვეში დაამარცხა. მისი ბრძოლების უმეტესობა ქვესაშუალო წონაში (77 კგ) გაიმართა. ჩოხელს შერეულ ორთაბრძოლებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 14 გამარჯვებით დაასრულა, მათ შორის 11 – ნოკაუტით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow