რომანო ადასტურებს - ტოტენჰემს ჟოაუ პალინიას წაყვანა სურს
ჟოაუ პალინიას ბაიერნში სადებიუტო სეზონი არც ისე დამაჯერებელი გამოუვიდა და შესაძლოა, რომ პორტუგალიელმა მეტი რეკორდმაისტერში აღარც ითამაშოს

მიუხედავად იმისა, რომ პალინიამ მომდევნო სეზონიდან თამაშის გამოსწორების პირობა დადო, ფეხბურთელთან საკმაოდ ახლოსაა ტოტენჰემი, რომელსაც ჟოაუს შეძენა აქვს გადაწყვეტილი. ყველაფერ ამას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
თავის მხრივ, კარჩაკეტილობას არც ბაიერნი აცხადებს, არადა ფეხბურთელში 50 მილიონი ევროა გადახდილი და გამოდის, რომ ეს ფული უბრალოდ გაიფლანგა.
შესაძლოა, პალინიას ჩავარდნილი ტრანსფერი ბაიერნისთვის კარგიც იყოს, რადგან, რაც უფრო მალე წავა გუნდიდან მაქს ებერლი, მით მალე დაიწყება სატრანსფერო პოლიტიკის გამოსწორება.
What's Your Reaction?






